13:38 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 22:03:24, 813 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი და მას აქვს ხალხის ძარცვით ნაშოვნი სისხლიანი ფული

დღეს, გამოვიდა კეზერაშვილი და თავიდან ბოლომდე აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. ანუ მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი. თავდაცვის მინისტრი იყო და ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ნაძარცვი ფულით. ახლა ცდილობს, პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ PALITRA NEWS-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინული კანონის მიხედვით, კეზერაშვილი ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რადგან საქართველო არის კულტურული ქვეყანა, კეზერაშვილი ამ ქვეყანას არ შეეფერება. 

,,დღეს წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ნაძარცვი ფული, პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და პირდაპირ ერევა მედიაში. პირდაპირ თქვა ვაფინანსებ ამ ხალხსო. ანუ, აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას. ეს არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ აიღოთ, ეს არის ოლიგარქის პირდაპირი განმარტება. მას აქვს ნაძარცვი ფული, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამ ფულის ინვესტირებას ახდენს ახლა პოლიტიკაში და მედიაში იმისათვის, რომ  ხელისუფლება შეცვალოს. ეს პირდაპირ თქვა ამ წერილში. პირდაპირ, ბრიყვულად მოუვიდა ეს, მაგრამ აღარა, რომ ის არის ოლიგარქი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის საჭირო დეოლიგარქიზაცია და ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ არავითარ გავლენას, ელემენტარულ გავლენასაც კი ქართულ პოლიტიკაზე და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ კულტურული ქვეყანა და კეზერაშვილი ჩვენს ქვეყანას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,’’ - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics