05:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:19:49, 1185 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია - რთველი 2022

კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 200 მილიონ ლარს აღწევს.

გადამუშავებული ყურძნიდან 114 ათას ტონამდე რქაწითელია,  74,5 ათას ტონამდე საფერავი, 5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშვებულია ყვარლის მუნიციპალიტეტში - 53,2 ათასი ტონა, შემდეგია: გურჯაანი - 51,3 ათასი ტონა, თელავი - 39 ათასი ტონა, სიღნაღი - 22 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,7 ათასი ტონა, ახმეტა - 8,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 7,1 ათასი ტონა და საგარეჯო 6,4 ათასი ტონა.

დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე საწარმო იყო ჩართული.
გასული წლების ანალოგიურად,  რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics