|
2022-09-28 21:45:08, 991 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით საქართველოში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უწყობს ხელს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)