|
2022-09-28 16:59:05, 1011 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო - მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ
მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია. "ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. დიდი ხნის წინ, შეიძლება 25-27 წლის ვიქნებოდი, როცა ამ წმინდა მიწაზე ჩამოვედი. ბუნებრივია, პრეზიდენტი არ ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ძალიან ბევრს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. საჭიროა მას დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ..რუსეთი მზადაა მხარში ამოსადგომად. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ". - ნათქვამია განცხადებაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)