12:24 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 15:49:57, 758 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - რუსეთი დამარცხდება, პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულებებზე და ყველა ოკუპირებული ტერიტორია განთავისუფლდება

რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოხუმის დაცემის დღიდან 29 წლისთავს. 

მისი თქმით,  სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად განთავისუფლდება

"29 წლის წინ რუსეთის პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების ხელში სოხუმი დაეცა , რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა და ხოცვა-ჟლეტა, იძულებით გადაასახლეს 250 ათასზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან. დღეს უკრაინის გმირულმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის შექმნა რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი. ​დღეს უკრაინულმა თავგანწირვამ თავისუფლებისთვის, შექმნა რუსული იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი. რუსული აგრესია უკრაინაში დაუსჯელობის და დათმობების შედეგია.

რუსული აგრესია უკრაინაში არის რუსეთის მიმართ დაუსჯელი და დათმობის პოლიტიკის შედეგი.
რუსეთი პასუხს აგებს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე და იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად განთავისუფლდება",- წერს ანა ფოტიგა.

 

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics