10:26 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 18:17:17, 1250 ნახვა

პოლიტიკა
ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში გამართავენ

სამხედრო წვრთნები ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მონაწილეობით გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.

მათივე თქმით, წვრთნები 2022 წლის შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება.

"სამხედრო წვრთნები ირანის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალების მონაწილეობით შემოდგომაზე ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება“. - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics