01:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 19:41:14, 1203 ნახვა

ომი უკრაინაში
მორავიეცკი - უკრაინის განადგურება არ უნდა დავუშვათ

რუსეთი შეეცდება უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას. - ამის შესახებ  პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.

"ინფორმაცია ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადასტურდა. რუსეთი შეეცდება უკრაინის განადგურებას და მისი ტერიტორიების ნაწილის მიტაცებას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics