02:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 18:54:27, 2023 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას, უსაფრთხოების ალიანსები თავად აირჩიოს

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა,  რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო. კომისიის სხდომა ნატო-ს გენერალური მდივნის  იენს სტონტელბერგის  მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. სტონტელბერგის განცხადებით, ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის  გაზრდაში დაეხმარება.
"ნატო-ს და საქართველოს ძლიერი და   აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ და ნატო-ს წევრი ქვეყნები სცდილობენ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავონ.ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მის სუვერენულ უფლებას, თავად აირჩიოს მომავალი, მათ შორის უსაფრთხოების ალიანსები. გასულ წელს უელსის სამიტზე ჩვენ დავამტკიცეთ არსებითი პაკეტი იმისთვის, რომ გაგვეძლიერებინა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. ამ პაკეტის შესრულების კუთხით ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ დღეს კიდევ ერთ ბიძგს მივცემთ ამ მნიშვნელოვან საქმეს, რომ დავეხმაროთ საქართველოს დამოუკიდებელად უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს წევრობას",-განაცხადა იენს სტონტელბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics