|
2022-09-20 12:33:13, 941 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საქართველო ისწრაფვის, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ამ მიმართულებით მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს
პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც დგას ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატში. ეს იყო ერთ მთავარი საუბრის შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე გლობალურ გამოწვევებს რეგიონალურ გამოწვევებს და იმ გზებს თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებს აღვუდგეთ ეფექტიანად, ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციის კუთხით. "საქართველოს ორი გაცხადებული, ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს - ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ პოლიტიკას, რათა საქართველო იყოს წარმატებული ამ მიმართულებით. თურქეთი ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა, მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ჩენ ვაგრძელებთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას, რაც მომავალშიც გაგრძელდება,"- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციით და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. „საქართველო ისწრაფვის იმისკენ, რომ ჩვენს რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა და ამ მიმართულებით საქართველს პრემიერ-მინისტრი როგორც თავად, ისე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა აქტიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს პროცესი განვამტკიცოთ, იმისთვის რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად ეფექტურად აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ჩვენს რეგიონში, როგორც იცით, ამ ომმა შესაბამისი ზეგავლენა იქონია, ისე როგორც მთელს მსოფლიოში და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი კოორდინაციით და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)