08:19 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 18:39:48, 843 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე - დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა

დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ბერკეტი და ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა თავი დაიცვან.

"ეს არ ყო მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება, ჯერ აქედან დავიწყოთ. ძალიან ცუდად დადგმული სცენარია და ძალიან აშკარა არის, რომ აი ამ ბოლო პერიოდში რაღაც ახალი ტალღა იწყება სასამართლოს მიმართ შეტევის ახალ ტალღას აგორებენ კონკრეტული მხარეები. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მოსამართლეზე რაიმე ფორმით ზეწოლა ხორციელდებოდეს. ყველანაირი ბერკეტი და ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მოსამართლეებმა თავი დაიცვან.
აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტები. იგივე გადანიშვნასთან დაკავშირებით დღევანდელი კორპუსის მიმართ რომლის ძალიან დიდი პროცენტი, 80%-ზე მეტი, თუ სწორად მახსოვს, უვადოდ არის გადანიშნული და რაზეა საუბარი, რომ ამ ხალხს გადანიშვნის თემით შეიძლება სპეკულირება ხდებოდეს მათ მიმართ. დღეს სასამართლო სისტემა არის ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც მისი არსებობის ისტორიაში არ ყოფილა არასდროს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 პუნქტიან გეგმაში, ერთ-ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის „კლანისგან“ განთავისუფლებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics