01:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 18:01:49, 1788 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს.

"უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და მაღალ ტარიფებს ბოლოს მოუღებს. დღესდღეობით, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის ყველაზე მცირე ინვესტიციაა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics