07:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 22:17:53, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, გაჩერებას არ ვაპირებთ

ევროკომისიის პრეზიდენტთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მიღებაც განვიხილეთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გაჩერებას არ აპირებენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

"ევროკომისიის პრეზიდენტთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მიღებაც განვიხილეთ. ჩვენი პოზიციები დაემთხვა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო სხვა ქვეყანაში არიან, სამშობლოში დაბრუნდებიან. თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ უსაფრთხოების გარანტია მივცეთ. ველოდებით, რომ პარტნიორები შეიარაღებას მოგვაწოდებენ, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო დავაჩქაროთ. დღეს არსებული წარმატება ჩვენი არმიის დამსახურებაა. გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics