11:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 11:13:51, 936 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 13.4 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 2 177.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.5
პროცენტით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 026.4 ლარი (გაიზარდა 16.6
პროცენტით).

2022 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 828.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162.8 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 268.5 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2022 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 236.2 ლარით (17.0%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 209.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 45.3 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 631.0 ლარი, გაიზარდა 38.6 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2022 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 170.2 ლარით (13.9%) გაიზარდა და 1 396.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics