04:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-11 13:01:29, 1830 ნახვა

პოლიტიკა
„ეს არის ხაზარაძის პირადი ანგარიშსწორება“ - TBC-მ დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაცია დაასანქცირა

ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი ანგარიშსწორება, - ასე ეხმიანებნა პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „თიბისი ბანკის“ მიერ მისი ორგანიზაციის ანგარიშების დახურვას. 

მისი თქმით, მისი დასანქცირების შესახებ მიღებული  გადაწყვეტილება არის უკანონო და პოლიტიკური სარჩულითაა. 

"ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი გადაწყვეტილება, პირადი ანგარიშსწორება, რომელსაც ზურგს უმაგრებს კელი დეგნანის შეხედულებებიც. იმიტომ, რომ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენების გზით ანგარიშსწორების პრეცედენტი შეიქმნა "სუიზ კრედიტისგან" პირველად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიის ბანკში და ამის შემდეგ გადმოვიდნენ უკვე საქართველოში. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და მთლიანად პოლიტიკური სარჩულითაა. მე ვფიქრობ, რომ საქმით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურები. იმიტომ, რომ თუ ეს პრეცედენტი, რომელიც ძალიან სახიფათოა, მიიღებს გარკვეულ რეზონანს და მიიღებს დადგენილი პრაქტიკის სახეს, გამოდის, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული ფინანსური საბოტაჟის დარტყმის ქვეშ მოექცევა",- ამბობს "მთავარი არხის" ცნობით, დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

ცნობისთვის, გუშინ, 10 სექტემბერს, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თიბისი ბანკმა“ მას სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics