|
2022-09-08 19:57:12, 1221 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - სამართლებრივად უარგუმენტობა რადიკალურ ოპოზიციას მეტი რადიკალიზაციის საშუალებას აძლევს
სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, სახელმწიფოს კანონმდებლობით ნათლად უნდა განისაზღვრებოდეს ის დანაშაულები, რომელთა შესაძლო ჩადენის შემთხვევაშიც დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ამასთანავე, ამ დანაშაულთა განსაზღვრისას კანონმდებელმა მათი ბუნება უნდა გაითვალისწინოს (ROMAN ZAKHAROV v. RUSSIA, §244). 2022 წლის 7 ივნისს მიღებული კანონით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელი გახდა დამატებით იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა ჩადენა, მათი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომის წარმოებასთან (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ), ორგანიზებულ დანაშაულთან, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასთან, წამების მუქარასთან და ტერორისტული დანაშაულის (ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება, ტერორისტული აქტის ხელშეშლისათვის ზომების მიუღებლობა) ჩადენასთან. ასეთი არგუმენტების საპირისპიროდ, სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენმა ოპონენტმა და კრიტიკოსმა ვერ დაასახელა სტრასბურგის სასამართლოს ერთი საქმეც კი, რომელთანაც შეიძლებოდა წინააღმდეგობაში მოსული ეს ცვლილებები. ასევე სამწუხაროა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც არ არის დასახელებული სტრასბურგის ერთი საქმეც კი და ამის ნაცვლად მითითებულია, რომ თურმე ამ ცვლილებებით მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა გაუჩნდა მთავრობას. ფაქტია, რომ სამართლებრივი არგუმენტების გარეშე გაკეთებული ასეთი განცხადება რადიკალურ ოპოზიციას აძლევს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციის საბაბს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პარტიებს შორის პოლარიზაციის გაღრმავებას“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)