|
2022-09-08 11:04:22, 795 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
საპარლამენტო ოპოზიციის დაპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ.სარჩელთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა: ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ, პაატა მანჯგალაძემ, ლევან ბეჟაშვილმა და ანა ბუჩუკურმა, ასევე, სამართლის ექსპერტებმა მიიღეს. სარჩელი „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების მიერ მომზადდა. აღნიშნული ორგანიზაციები, ასევე, განახორციელებენ დეპუტატების წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში. "სადავო ცვლილებები, რომელსაც დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, გასული წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატის მიერ იქნა ინიცირებული და საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.
მოსარჩელეები და იურისტები მიიჩნევენ, რომ გასულ წელს კანონში შეტანილი ცვლილებებით : მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება; თანამდებობის დაკავების უფლება; , ასევე, მათივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. აღინიშნა, რომ კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების მიღებას. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური სარჩელები წარდგენილი აქვთ მოქმედ მოსამართლეთა ჯგუფს და სახალხო დამცველს.
კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მოამზადა და პარლამენტს გაუზიარა ვენეციის კომისიამ, კრიტიკული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მრავალი წელია დახმარებას უწევენ ქვეყანას სასამართლო რეფორმის საკითხებში",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სასამართლო რეფორმის განხორციელება და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთ საკვანძო პირობას წარმოადგენს. „წინამდებარე სარჩელით, საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებთან გასაჩივრებული კანონის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები განასხვავებს ამ სარჩელს უკვე წარდგენილი სარჩელებისგან",- განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)