|
2022-09-07 18:33:04, 1130 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის არჩევის ახალ წესზე - გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს გამორიცხავს
გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს. - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ომბუდსმენის არჩევის ახალ წესზე განაცხადა. მათივე თქმით, იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს და სტანდარტებს და სახალხო დამცველის მიუკერძოებელი, ობიექტური და მაღალკვალიფიციური კანდიდატურა, მათ საფუძველზე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული. "საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღება მიმდინარე წლისათვის. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზანს ემსახურება წარდგენილი კანონპროექტი. სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო. აღნიშნული წინაპირობების გარეშე შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე რაც სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია არაერთ საერთაშორისო სტანდარტზე, რომელთა შესახებ ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველი პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილობით დოკუმენტებშიც საუბრობდა და სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების და წესის დეტალური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საჭიროებას უსვამდა ხაზს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი თუ დოკუმენტი არ საუბრობს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მხოლოდ დროებით შემოღებაზე, არამედ უთითებს მათი საკანონმდებლო დონეზე მყარად განსაზღვრის საჭიროებას. ასევე, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს. კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს და სტანდარტებს და სახალხო დამცველის მიუკერძოებელი, ობიექტური და მაღალკვალიფიციური კანდიდატურა, მათ საფუძველზე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)