02:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 10:41:36, 1000 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკამ აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა

აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას, ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ თოდრიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, დევნილის სტატუსი 4-წლიანი პროცესის შემდეგ მიენიჭა.

თორდიამ საქართველო მას შემდეგ დატოვა,რაც სასამართლომ მისი ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.

"ფარცხალაძეს გადაეცა მიწის ნაკვეთები, რამდენიმე მიწის ნაკვეთი მილიონის ღირებულების, რომელიც ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე განახორციელეს. ამას მოყვა, ოთარ ფარცხალაძის თავდასხმა ჩემზე, სადაც მან პირდაპირ მითხრა, რომ როგორ გავბედე და ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს. გამოძიებაც მათ შორის ისე წარიმართა, რომ საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარიყო, კერძოდ გამართლდა ოთარ ფარცხალაძე. ყველა ეს ბრძანება გათვალისწინებული იყო ამერიკული სასამართლოს მიერ, რის შედეგად მე მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, იმ პერიოდამდე სანამ შევძლებ სამართლიანობის მიღწევას"- ამბობს ლაშა თორდია „მთავარ არხთან “ ინტერვიუში.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი კი 2017 წლის 12 მაისს მოხდა, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“.

გამოძიება ამ საქმეზე ცემის მუხლით მიმდინარეობდა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი მოითხოვდა ოთარ ფარცხალაძისა და მიხეილ ჩოხელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.  ამ საქმეზე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით დაეკისრა მხოლოდ ერთ პირს, ფინანსური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, მიხეილ ჩოხელს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics