02:05 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 18:26:09, 969 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი - თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, პუტინს შეუძლია მათ დასაცავად ტანკები გამოაგზავნოს

 

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი პუტინის ახალ ბრძანებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც რუსეთი მონიტორინგს გაუწევს საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას და აცხადებს, რომ "თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად ტანკები გამოაგზავნოს". 

მისი თქმით, თუ საქართველო ფიქრობს, რომ ერთდროულად ორ სავარძელში ჩაჯდება, შანსი არ აქვს, რადგან პატარა ქვეყნებისთვის, ეს ძალიან სახიფათო თამაშია.

"ლენინიც წერდა, რომ დასავლეთში სულელები არიან და სუიციდისთვის ყველაფერს აკეთებენო. პუტინის დღევანდელ გადაწყვტილებას რაც შეეხება, დიახ ეს ძალიან საშიშია. თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად თქვენთან ტანკები გამოაგზავნოს. უმჯობესია რუსებს უთხრათ დარჩნენ თავიან ქვეყანაში და საკუთარი ბოროტებას შეებრძოლონ. ასევე ხელი უნდა შეუწყოთ დემოკრატებს, რომლებიც პუტინის რეჟიმსს ებრძვიან. დღეს ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს პუტინის რეჟიმია. თუ ფიქრობ, რომ ერთდროულად 2 სავარძელში ჩაჯდები, ვგულისხმობ დასავლეთისა და პუტინის სავარძლებს, შანსი არ გაქვს. იანუკოვიჩი შეეცადა მსგავსი თამაშის წესებით ემოქმედა, თუმცა ყველამ ვნახეთ როგორც დაასრულა. ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი ქვეყნებია, ეს ძალიან სახიფათო თამაშია", - განაცხადა პავილიონისმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics