|
2022-09-06 14:28:42, 746 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კობახიძეს - ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს, მესმის, შეუმდგარი კაცია
წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს, - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე არის შეუმდგარი კაცი და წარმატებული ადამიანებით ამოფარება გადაწყვიტა. "წყალბურთი, ფეხბურთი და კალათბურთი რომ ვერ გაურჩევია, ის კაცი გვასწავლის სპორტსმენების სიყვარულს. მესმის. შეუმდგარი კაცია თავისი პრობლემები ეყოფა, გავრილოვი ჩამოიყვანა და ალბათ მთელი ცხოვრება ამ ნაგავ და ჭუჭყს ვერ მოიშორებს. შესაბამისად, მესმის მისი, რომ წარმატებული ადამიანების ამოფარება გადაწყვიტა, მაშინ როცა თავად შეუმდგარი რუსი მოურავის შეუმდგარია, რაღაცებს ლაპარაკობს და უი, პატრიარქი როგორ უყვარს ირაკლი კობახიძეს და ჩვენ როგორი სატანისტები ვართ",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ , ოპოზიციამ, კონკრეტულად კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპორტის სახეობას არ დატოვა, რომ არ დაპირისპირებოდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)