|
2022-09-06 13:58:26, 840 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია
ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას. კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ბევრად მეტი რუსი იყო, თუმცა საფრთხე არ შექმნილა. " რუსების საქართველოში უკონტროლო შემოდინება არ ხდება. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ასე იყო. რამდენიმე წლის წინ რუსების რაოდენობა საქართველოში სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა, თუმცა, ისიც კონტროლდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთისგან ქვეყანას საფრთხები აქვს. 10 წელია იმით ვართ დაკავებული, რომ ქვეყანა ზოგადად საგარეო და მათ შორის, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან დავიცვათ. წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, ჩვენ ამას ვახერხებთ. ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არცერთხელ არ ჰქონია ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით. აგრეთვე, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა და ეს ყველაფერი ამის შედეგია," - აცხადებს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. რაც შეეხება საქართველოს და მათ შორის ლატვიასთან, ლიტვასთან, ესტონეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)