|
2022-09-05 13:21:09, 1063 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება - პოლიტიკური კრიზისი „ნაცმოძრაობას“ აქვს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, არის აბსურდი, რადგან არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მერის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, „ნაციონალურ მოძრაობას“. „პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას აქვთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, მედიის კითხვა შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ განცხადებებსაც, მათ შორის, ზოგიერთი ევროპარლამენტის მხრიდან. კითხვაზე, დეოლიგარქიზაციის პროცესი არის თუ არა აუცილებელი ევროკავშირისკენ სწრაფვისთვის, კახა კალაძე პასუხობს, რომ ხელისუფლება ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო. „ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან განცხადებები არაერთხელ გაკეთდა. მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. მოთხოვნები, რაც ქვეყნისთვის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. ვინც ამას ამბობს, არის ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, ჩვენ ევროპული კურსიდან არასდროს გადაგვიხვევია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)