23:41 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-02 15:55:08, 1052 ნახვა

პოლიტიკა
ჰარმსი - „ქართული ოცნების“ კრიტიკა დასავლელი პარტინორების მიმართ ქართველი ხალხის პოზიციას არ გამოხატავს

ჩემთვის დაუჯერებელია კარლ ჰარცელისა და სხვა დასავლელი მეგობრების მიმართ კრიტიკა. - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კრიტიკა არ გამოხატავს იმას, რასაც ქართველი ხალხი ფიქრობს ევროკავშირსა და დასავლეთზე.

"ეს ჩემი პირველი დაბრუნებაა საქართველოში, ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით. მე ევროპარლამენტი 2019 წელს დავტოვე. როდესაც წავიკითხე კრიტიკის შესახებ ჩემი ყოფილი კოლეგის, კარლ ჰარცელისა და სხვა დასავლელი მეგობრების მიმართ, ეს ჩემთვის დაუჯერებელი იყო. რაც მთავარია, ეს კრიტიკა არ გამოხატავს იმას, რასაც ქართველები ფიქრობენ ევროკავშირსა და დასავლეთზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics