16:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-01 11:10:10, 1394 ნახვა

საზოგადოება
დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით, რეანიმაციაშია მოთავსებული

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. 

მისი მკურნალი ექიმის, ქეთევან თარგამაძის განცხადებით, ქალის ტრავმა მიეკუთნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს.

"რეანიმაციის განყოფილებში 9 საათზე შემოყვანილია ახალგაზრდა ქალბატონი, სხეულის კრიტიკული დამწვრობით,  სასუნთქი გზების თერმული დაზიანებით, გამოხატული დამწრობითი შოკით. მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში, ტრავმა მიეკუთნება სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებათა ჯგუფს",- განაცხადა რეანიმატოლოგმა. 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება  ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით მოცდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. 

აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და ორ წლამდე ბავშვი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა. 

გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics