|
2022-08-31 16:05:40, 1293 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ზურაბიშვილზე - ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია - შეუფერებელი იყო მისი განცხადებები ბაქრაძეზე
ქალბატონი სალომე ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც ინტერვიუში ბაქრაძეზე თქვა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დავით ბაქრაძის შესახებ. ირაკლი ზარქუას თქმით, პრეზიდენტის განცხადებები შეუფერებელი იყო, თუმცა მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა განკარგულებას ისე, რომ არავის დაუძალებია. „პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა ინტერვიუში ბაქრაძეზე, შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონო დავითის მიმართ. მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა. ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მისასალმებელია სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ზარქუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)