23:42 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 15:02:02, 1426 ნახვა

პოლიტიკა
„უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია“- პრეზიდენტს დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დაინიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. 

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ,  პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად  დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე",- წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დავით ბაქრაძე გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მან ყოფილი წარმომადგენელი, კახა იმნაძე ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა რადგან, მისი შეფასებით, ამ უკანასკნელს აშშ-ში ელჩობისას “არაფერი გაუკეთებია”. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics