|
2022-08-31 15:00:30, 1098 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
2022 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა. საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ევროინტეგრაციის საკითხზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)