|
2022-08-30 13:32:26, 1445 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - ხელისუფლება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს იმყოფება
ხელისუფლება იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტეის ლიკვიდაციები, თუმცა ეს ფაზა უკვე გარკვეულწილად დაწყებულია. „დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი. ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტეის ლიკვიდაციები, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა. იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს груსული ოცნების ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას“,- წერს გოგაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)