|
2022-08-29 16:24:24, 1533 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ ვინმეს აწყობდა ცეცხლის გაჩენა, ეს არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება
სანამ ოპოზიციაზე საუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა, - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქვეყანაში გაჩენილი ხანძრების შესახებ. მისი თქმით, თუ ვინმეს აწყობდა ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მათი "კრიმინალური დაჯგუფება". "სანამ ოპოზიციაზე ისაუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა. როცა დივერსიაზე საუბრობს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასი ათასობით ოკუპანტი შემოუშვა აბსოლუტურად უკონტროლოდ ქვეყანაში და ასევე მნიშვნელოვანია, როცა საუბრობს კონკრეტულ დივერსიებზე და ცეცხლის გაჩენის პერსპექტივაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხმა გაჩეხა ბორჯომის ტყე და უკანონოდ, ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდ-ფორმირება ფაქტობრივად, ჩეხავს ტყეებს და თუ ვინმეს აწყობდა იქ ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება და დიახ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ამ საქმეებს ყველაფერს გამოიძიებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული და არა როგორც ახლა აქვთ მიტაცებული", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს და განაცხადა, რომ "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ცნობილია ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები".
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)