|
2022-08-29 14:15:22, 2993 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
გასულ კვირაში ლარი დამატებით გაუფასურდა. მაშინ, როდესაც უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არაა ხელმისაწვდომი, „თიბისი“ კაპიტალის აზრით, ძირითადი მიზეზი ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინებია. თავისთავად, თუ ბაზრის მონაწილეები მე-4 კვარტალში ლარის დასუსტებას მოელიან, მაშინ სპეკულაციურ ქცევას მანამდე ექნება ადგილი. ეს ქცევა აშკარაა ივლისის სესხებისა და დეპოზიტების დინამიკიდან, და ასევე აგვისტოს დეპოზიტების წინასწარი შეფასებიდან. საკუთრივ, მოიმატა სესხების ლარიზაციამ, მაშინ, როდესაც დეპოზიტების მხარეს ვალუტაში ინვესტირება ჭარბობს. შედეგად, საბანკო სექტორის ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში მკვეთრად გაიზარდა და ბუნებრივია ამ მხრივ ნორმალიზებაა მოსალოდნელი, რაც საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის მზარდი განაკვეთების მიუხედავად, ადგილობრივი ვალუტის დეპოზიტებზე ისედაც რეკორდულად დაბალი განაკვეთების დამატებით შემცირებას გულისხმობს. ეს ფაქტორი კი, ლარის დეპოზიტების ზრდის ხელშეწყობის გარდა, ვალუტის დეპოზიტების გახარჯვასაც გამოიწვევს. ამდენად, ახლა შედარებით უფრო მეტი რწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება მის სადღეისო კურსში დიდწილად უკვე გათვალისწინებულია. ამ ფონზე, რა შეიძლება ითქვას მოლოდინების კუთხით? „თიბისი“ კაპიტლის აზრით, სენტიმენტები გარკვეულწილად მაინც შეიცვლება და ისედაც მაღალ სავალუტო შემოდინებებს, შემდგომ პერიოდში, უკვე სესხებისა და დეპოზიტების არხიდან ვალუტის მიწოდებაც დაემატება. შესაბამისად, აშშ დოლარი/ლარის „თიბისი“ კაპიტალის ადრინდელი საპროგნოზო ნიშნული, რომელიც დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, როგორც ჩანს სადღეისოდაც ძალაშია. „თიბისი“ კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოდან, წმინდა შემოდინებები კვლავ ლარის მხარდამჭერია, ლარის საშუალო კურსის მხრივ, აშშ დოლარის გაძლიერების მიუხედავად, შეფასება ისევ ნეიტრალური ან შესაძლოა გარკვეულწილად ასევე ლარის მხარდამჭერია კიდეც, ინფლაციის კუთხით კი, მისი მოსალოდნელი შემცირების გამო, შეფასება უფრო ნეგატიურია. გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)