08:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 13:45:15, 2061 ნახვა

ეკონომიკა
დაამატე „თიბისის“ ბარათს თბილისის სამგზავრო აბონემენტი „თიბისის“ მობაილ ბანკის საშუალებით

2022 წლის სექტემბრის დასაწყისიდან „თიბისი“ მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვება. „თიბისის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტი „თიბისის“ ბარათს მიაბან.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო აბონემენტის შეძენა და თიბისის სასურველ ბარათზე დამატება შესაძლებელია მარტივად, „თიბისის“ მობაილ ბანკის მეშვეობით, ფილიალში მიუსვლელად. საბანკო/სამგზავრო ბარათი აქტიურდება  შეძენიდან 3 (სამი) წუთში.

სამგზავრო აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია თბილისის შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტში:

  • თბილისის მეტრო
  • თბილისის ავტობუსი
  • თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
  • თბილისის უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

„არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი მუდმივად ცდილობს ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება და ხელი შეუწყოს ციფრული სიახლეების დანერგვას. ამ ძალისხმევის ნაწილია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, თიბისის ბარათებს დაამატონ სამგზავრო აბონემენტები და უფრო მარტივად გადაიხადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გადასახადი. ეს სიახლე  საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ თბილისის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის გაუმჯობესებასა და განახლებაში"- განმარტავს „თიბისის“ გადახდების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ გოგია.

შეგახსენებთ, რომ „თიბისის“ ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისის, გორისა და ფოთის  საზოგადოებრივ ტრანსპორტში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics