|
2022-08-27 17:49:46, 3465 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საკონსულო აცხადებს, რომ მათ მოქალაქეებს სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში ხშირად არ უშვებენ
ბოლო დროს გახშირდა თურქულ-ქართულ საავტომობილო გამშვებ პუნქტ სარფში (ხოფა, ართვინის პროვინცია, თურქეთი) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური საკონსულო ტრაპიზონში ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, "არაფრით არ არის დასაბუთებული" და უარის მიზეზები არ არის განმარტებული. მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მაცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მაცხოვრებლები, დონბასის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. "ხშირად „რეფუზენიკების“ რიცხვში მოხვდებიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში კერძო მანქანით ჩავიდნენ. ამ შემთხვევაში თურქეთიდან მანქანის ექსპორტის ერთადერთი ლეგალური ვარიანტია სატრანსპორტო კომპანიის მომსახურება (რუსეთში მანქანის ტრანსპორტირების ფასი 2900 აშშ დოლარიდან). მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს",- წერია განცხადებაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)