|
2022-08-26 15:16:53, 1621 ნახვა
მსოფლიო
კულება საერთაშორისო პარტნიორებისგან პეტიციაზე - „პუტინი ტრიბუნალის ქვეშ” ხელის მოწერას ითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს ხელი მოაწერონ პეტიციას „პუტინი ტრიბუნალის ქვეშ”, რათა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პასუხი აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმის, დმიტრი კულებას თქმით, უკრაინაზე თავდასხმის ბრძანების გაცემით, პუტინმა ჩაიდინა ყველაზე მძიმე დანაშაული საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. ინიციატივის გლობალური საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოში ხალხს ხელი მოაწერონ პეტიციას "პუტინი ტრიბუნალის ქვეშ. ეს დანაშაული არ შეიძლება და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი”,- განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, მარტში კულებამ პირველად მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ასეთი სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ. მას შემდეგ ამ იდეამ მიიღო იურიდიული საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის, ნატოსა და ეუთოს მხარდაჭერაა. ამასთან, 1,8 მილიონმა ადამიანმა ხელი მოაწერა „Avaaz” პეტიციას. რუსეთის ხელისუფლება „Avaaz”-სგან პეტიციის მოხსნას ითხოვს. თავის მხრივ, Avaaz-მა პეტიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, მეტი ხელმოწერა შეეგროვებინათ, რათა 2 მილიონის ნიშნულს მიაღწიონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)