|
2022-08-24 15:22:49, 1721 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ISFED-ი ასოცირებულია თაღლითურ ორგანიზაციასთან, დღესაც არაა გვიანი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა
არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ISFED დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით, რაც იყო თაღლითობა და რაზეც უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის. „არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია. მეორადი შედეგების დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყოლოდა ჩაღრმავება, უფრო დეტალებში წასვლა, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გვიან, სჭირდება უფრო დეტალებში შესვლა, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია”,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩო სრულად ენდობა ISFED-ს. მისი თქმით, როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ დაადასტურა, ადგილი ჰქონდა მცდარ პარალელურ დათვლას, რომელიც უმნიშვნელო სტატისტიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)