22:38 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-24 11:55:06, 2218 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი უკრაინელებს - ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ყოველთვის ვიდგებით ერთად

ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ყოველთვის ერთად ვიდგებით,- ასე მიულოცა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!

უკრაინელმა ერმა მსოფლიოს აჩვენა თავისი ღირსეული ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან მსგავსი ბრძოლით. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით. დიდება უკრაინას!“,- წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად ზაფხულის ბოლოს აღინიშნება. წელს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა უკრაინელისთვის. 

ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო, 2022 წლის დამოუკიდებლობის დღე უკრაინაში რიგ რეგიონებში დღესასწაულების გარეშე და დამატებითი შეზღუდვებით გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics