|
2022-08-23 10:37:43, 887 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდაში ჩატარებული ჩხრეკის გამო, დონალდ ტრამპი იუსტიციის დეპარტამენტს სასამართლოში უჩივის
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, დროებით დაბლოკოს ფედერალური ბიუროს მხრიდან მისი სახლიდან ამოღებული მასალების გაცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters” ავრცელებს. მათი ცნობით, დონალდ ტრამპმა ორშაბათს სთხოვა ფედერალურ სასამართლოს, დროებით დაბლოკოს FBI-ის მხრიდან იმ მასალების განხილვა, რომელიც ბიურომ ორი კვირის წინ მისი ფლორიდის სახლიდან ამოიღო, სანამ არ დაინიშნება სპეციალური ექსპერტი, რომელიც განხილვას გააკონტროლებს. ტრამპი სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობით, რომელიც შეტანილ იქნა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში, ასევე მოითხოვს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიაწოდოს მას ქონების უფრო დეტალური ჩამონათვალი, რომელშიც აღწერილია ის ნივთები, რომლებიც ფედერალურმა ბიურომ ამოიღო მისი სახლიდან 8 აგვისტოს და სთხოვა გამომძიებლებს, დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც არ შედის ჩხრეკის ორდერში. „არ შეიძლება, პოლიტიკამ გავლენა მოახდინოს მართლმსაჯულების აღსრულებაზე. სამართალდამცველი ორგანო არის ფარი, რომელიც იცავს ამერიკელებს. ის არ შეიძლება, გამოყენებულ იქნას იარაღად პოლიტიკური მიზნებისთვის“,- აღნიშნულია სასამართლოსადმი ტრამპის მიმართვაში. ამასთან, დონალდ ტრამპმა სასამართლოსგან მასალების გასაცნობად ნეიტრალური ექსპერტის დანიშვნა მოითხოვა. მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის საკუთრებიდან ამოღებული დოკუმენტები დაკავშირებულია მის ყოფილ თანამდებობასთან და ამიტომ განხილულ უნდა იყოს ნეიტრალური რეცენზენტის მიერ. შეგახსნებთ, რომშაბათს საღამოს მედიის ცნობით, FBI-მ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ამოიღო ხუთი ყუთი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიით. მოხსენებებში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება დაფარული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით. ჩხრეკის ქვითრის მიხედვით, ფედერალურმა აგენტებმა ამოიღეს: დოკუმენტების 1 კომპლექტი "საიდუმლო / SCI" გარდა ამისა, ჩამონათვალში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის დოკუმენტები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც „საიდუმლო“, რომლებზე წვდომა, WSJ-ის ცნობით, მხოლოდ სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებებშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ CNN-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)