|
2022-08-22 17:02:04, 1413 ნახვა
პოლიტიკა
გოგაშვილი - გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი „ოცნებას“
გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას და მივაწოდო ინფორმაცია ხალხს კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ,- ამის შესახებ, სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, რასაც ახორციელებს რაშისტული ოცნება, საქართველის კიდევ ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს. ამასთან, ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. „მსგავსი ქმედებები, რასაც ახორციელებს რაშისტული ოცნება, საქართველის კიდევ ერთხელ აშორებს ევროატლანტიკურ მიზანს (პროგრესსა და განვითარებას). სამაგიეროდ, უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთსა და უპერსპექტივობას. ყველა ეს ნაბიჯი, რასაც დღეს კოლაბორანტი ოცნება დგამს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ეწინააღდეგება ქართველი ხალხის ურმავლესობის ნებას. ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. თითქმის ერთი წლის წინ მე არ ორგანიზაციებს გადავეცი ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ. ბუნებრივია, თანდართული მტკიცებულებებითა და ფაქტებით. რამოდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ დაადასტურეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადაამოწმეს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოაქვეყნეს ანგარიშის სახით. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ რაშისტულ ოცნებას, არჩევნების მოპარვის გზით აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ანუ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, რასაც წესით, არჩევნებზე ანიჭებს ხალხი ხმის მიცემით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს რაშისტულ ოცნებასთან ერთად რაიმე სამუშაო პროცესში ჩართვას, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, რათა გაიხანგრძლივონ მოპარული ძალაუფლებით სარგებლობა. ახლა, პირადული წყენები ყველამ უნდა დაივიწყოს, ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რადგან ხალხს სწრაფად დაუბრუნონ კოლაბორანტების მიერ მიტაცებული ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები. მე პირადად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივეხმარო ამ პროცესს ინფორმაციულად და საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას. პარალელურად, საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, როგორც ოპოზიციაში ისე სამოქალაქო საზოგადოების წიაღში“,- განაცხადა გოგაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)