|
2022-08-22 13:13:01, 1527 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზე - ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც
რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებაზე მერის პოზიციის დაფიქსირებას ეხებოდა. დედაქალაქის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. „რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“,- განაცხადა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)