10:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 14:03:04, 1155 ნახვა

მსოფლიო
შოიგუ - რუსეთის იზოლაციის მიღწევა ძალიან რთულია

რუსეთის იზოლაციის მიღწევა ძალიან რთულია,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის.

„მუდმივი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის იზოლაციის შესახებ იმის მაჩვენებელია, რომ ეს ასე სულაც არ არის. საერთოდაც, ამის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოა თავისი ფართობითა და ტერიტორიით. ეს არის ქვეყანა მოწინავე მეცნიერებით, კარგად განვითარებული მრეწველობით, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსებით",- განაცხადა შოიგუმ.

მისივე თქმით, „ბევრს იმედი ჰქონდა, რომ „სპეციალური ოპერაცია" რაიმე სახით იმოქმედებს საწარმოების რაოდენობაზე, კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ფორუმში „არმია 2022“.

„გეტყვით, რომ მეგობრები დარჩნენ მეგობრებად. მათზე ყველა მხრიდან განხორციელებულმა უძლიერესმა ზეწოლამ ვერ იმოქმედა“,- დასძინა შოიგუმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics