|
2022-08-21 11:53:00, 1313 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - თუ ISFED მოხსნის თავის მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა
ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ისინი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს და აქვთ პარლამენტის მიმართ მოთხოვნა, რომ დააკომპლექტონ მთავრობა, თუ ხსნიან თავის მოთხოვნას. თუ ისინი ხსნიან მოთხოვნას, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების მიერ ISFED-ს ჰქონდა შეთავაზება, რომ აღნიშნულ საკითხზე პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუმცა მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს არ გააკეთა. „რამდენიმე დღეა, ვხედავთ მცდელობას კვლავ, რომ აღქმებით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის მარტივად „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით. ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის „ისფედი“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც „ისფედმა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს წამოუყენეს ერთ-კვირიანიულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების „ისფედს“ და სხვა ორგანიზაციებს ექნებოდათ ვეტოს უფლება, ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც „ისფედმა“ გამოხატა ინტერესი პარლამენტში სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ჩვენი კითხვა იყო „ისფედი“ მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქმე ეხება ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ისფედმა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ეს პროცესი არის დემოკრატიულ ფარგლებს მიღმა. ჩვენ შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში. თუ ისინი კვლავ აგრძელებენ პარლამენტთან ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. სამწუხაროდ, „ისფედისგან“ ვერანაირი პოზიცია ამაზე ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინიო მოწვეულნი არ იყვნენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)