21:36 - 08 Aug, 2026
|
2022-08-18 17:05:57, 1608 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ფოთის ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ნავსადგურელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. „ფოთის ნავსადგურში ეს მემორიალი არის ადგილი, სადაც უნდა გავიხსენოთ 2008 წლის ომის ეს ძალიან მძიმე ეპიზოდი. დღეს ასევე, გიორგი ანწუხელიძის, საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა და მინდა, ერთად გავიხსენოთ ეს გმირები და ყველა ის, ვინც 2008 წლის ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა. ეს ის თარიღებია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)