20:34 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 22:21:29, 1455 ნახვა

პოლიტიკა
ჰამილტონი - დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს, მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა

დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს, მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა. - ამის შესახებ ამერიკის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ბობ ჰამილტონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს.

"მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო - ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია.
ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს, რომელსაც საბოლოოდ მთავრობამაც ზურგი აქცია და ოპოზიციამაც. ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს - მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics