|
2022-08-16 21:23:11, 929 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ, ვემახსოვრები
მე ვარ ტყვე საქართველოს ციხეში, თუმცა ჩემი გული უკრაინაშია. - ის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ემახსოვრებათ. "მე ვარ ტყვე საქართველოს ციხეში, თუმცა ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, თუმცა მსურს, უკრაინელმა თანამემამულეებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინისადმი მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვებაზე ჩემი უსაზღვრო რწმენა. მე მსურს, უკრაინა იყოს თავისუფალი და მინდა, რომ ბრძოლაში მივიღო მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ, ვემახსოვრები". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)