15:10 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 14:59:47, 1661 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი დივერსიაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რეგიონში რუსული სამხედრო საცავის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  საბრძოლო მასალის აფეთქება დივერსიის გამო მოხდა. სამხედრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"16 აგვისტოს დილით, დივერსიის შედეგად, დაზიანდა სამხედრო საწყობი სოფელ ჟანკოისთან “, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის,  დროებით ოკუპირებული ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება მოხდა.

9 აგვისტოს, ყირიმში, ნოვოფედოროვკას დასახლებასთან, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებების სერია და ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების შედეგად სულ მცირე 9 თვითმფრინავი განადგურდა, აეროდრომი კი მწყობრიდან გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics