19:26 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 13:52:04, 2519 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ანგარიში - სახალხო დამცველი, პოლიტიკურ საკითხებზე გაკეთებული განცხადებების გამო, ზეწოლას განიცდიდა

 ევროკავშირი საქართველოს მიერ  ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

 ანგარიში ასახავს  2021წლის 5 თებერვლიდან  საბჭოს მორიგ სხდომამდე პერიოდს, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. 

ანგგარიშში  აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა და მისმა ოფისმა განიცადა ზეწოლა გარკვეული პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების შეფასების გამო.

სახალხო დამცველი აქტიურად აგრძელებდა თავის სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები,“- ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics