|
2022-08-09 10:21:14, 803 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ
ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მათთვის მნიშვნელოვანი. ამასთან საქართველომ ეს 2008 წელს თავად იხილა, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, მეტი სისხლისღვრითა და კაციჭამიაობით. „რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია. საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში. ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვალთ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებზე ან ცოლებზე იძალადონ. იდგებით და იტყვით, რომ მოდით არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა"- განაცხადა პოდოლიაკმა.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)