|
2022-08-07 13:31:41, 1029 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში
14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში, - ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩუსი, მიხაელ გალერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ვონ კრამონი საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გამოიწვია სრულმასშტაბიანი, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. "14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც დიდწილად დაუსჯელი დარჩა, მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გამოიწვია სრულმასშტაბიანი, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს. ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციას, ე.წ. პასპორტიზაციას, ისევე როგორც სხვა ნაბიჯებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ანექსიისკენაა მიმართული. მივესალმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის ბრალეულობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეასრულოს თავისი ვალდებულება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო და გაიყვანოს მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან", - წერია განცხადებაში. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)