|
2022-08-05 12:48:35, 1134 ნახვა
პოლიტიკა
ლომჯარია - ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსების მიმართ ნეგატიური განწყობა არ უნდა გვიკვირდეს
რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაიღუპა და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქით, ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ, მაგრამ, ეს არ უნდა გადაიზარდოს უკანონო ფორმებში. „ამ წუთას მე არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები ნამდვილად და ვერ დავადასტურებ, ჩვენ არ მოგვრიდებია არასდროს არცერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება. მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის. თუმცა კიდევ ერთხელ, 8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში, და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, ცოტა არ იყოს და მიკვირს რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს, მომმართველი პარტიიდან, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო ან მათი ხელისუფლება დაუძახებთ, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ეს ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადაიზარდოს არცერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში",- განაცხადა სახალხო დამცველმა. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)