|
2022-08-05 12:29:02, 821 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ მიტინგი იყო რუსთველზე, დავით არახამიამ რუსულ ენაზე რომ მოგმართათ და არავის რეაქცია არ ქონია
,,რაც შეეხება, რუბლებში მომსახურებას, ეს არის კანონით აკრძალული. ბუნებრივია, კანონის ფარგლების, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა საუბრობს ერთ ენაზე და მეორე, მეორეზე. ეს ადამიანების გადასაწყვეტია, ეს არის კონსტიტუციური უფლება,’’- ასე მიმართა ტელეკომპანია ,,პირველის’’ ჟურნალისტს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ რეაქცია არ ქონიათ, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მიმართა აქციის მონაწილეებს. მან მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ ნუ გახდებიან ქსენოფობიური კამპანიის ნაწილი. ,,თქვენი პარტიის მიტინგზე გამოვიდა დავით არახამია და რუსულად მოგმართათ, არც კი გრცხვენიათ ახლა, რუსულ ენაზე, რომ რაღაცას ლაპარაკობთ. თქვენი პარტიის, ნაცმოძრაობის მიტინგი იყო, რუსთველზე პარლამენტის წინ, როდესაც დავით არახამიამ რუსულ ენაზე მოგმართათ და არავის რეაქცია არ ქონია. იმაზე არ გქონიათ რეაქცია და ახლა, თურმე ვიღაცა რიგითი მოქალაქე რუსულად, რომ ესაუბრება რუს ტურისტს, ეს ყოფილა ზიზღის გაღვივების საფუძველი. ერთ რამეს მოგიწოდებთ, ეს არის კამპანია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება უზოგადეს პრინციპებს ადამიანის უფლებებს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართალს და ყველაფერს. მოგიწოდებთ, ადამიანურად ნუ გახდებით ამ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიის ნაწილი,’’ - განაცხადა კობახიძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)