07:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 11:12:50, 956 ნახვა

მსოფლიო
Twitter-მა RIA Novosti-ის ანგარიშზე წვდომა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში დაბლოკა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეექვსე თვეს სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დაბლოკა საინფორმაციო სააგენტო „RIA Novosti-ის" ანგარიშები ევროკავშირსა და ბრიტანეთში,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „კომერსანტი" ავცრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირისა და ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტოების საიტებზე წვდომისას მომხმარებლები ხედავენ შეტყობინებას „ანგარიშზე წვდომა დახურულია“.

როგორც სოციალურ ქსელში განმარტავენ მედია გვერდები დაბლოკილია. თუმცა  გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშებზე წვდომა დახურულია ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში YouTube-ის ვიდეო სერვისმა წვდომიდან ამოიღო სახელმწიფო ტელეარხები Kultura, Sputnik, MIA Rossiya Segodnya.

8 აპრილს Twitter-მა რუსული ტელეარხის RT-ის ანგარიშზე წვდომა შეზღუდა.

ამასთან, 4 მარტს როსკომნადზორმა დაბლოკა Twitter რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.ხოლო 2022 წლის 23 ივლისს, ზაპოროჟიეს რეგიონში, დამპყრობლებმა დაბლოკეს Facebook, YouTube და Twitter.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics